თამუნა და ენრიკე
19 წლის თამარ სიჭინავა სენაკელია და დედ-მამასა და სამ დედმამიშვილთან ერთად სენაკში დაიბადა და გაიზარდა. ბოლო ერთი წელია, სამედიცინო სასწავლებელში სწავლობს და დამოუკიდებლად ცხოვრობს თბილისში. როცა ენრიკე იგლესიასის კონცერტის შესახებ შეიტყო, სენაკში, დედ-მამასთან ერთად იმყოფებოდა. ენრიკე იგლესიასს 11 წლის ასაკიდან უსმენს და მისი თითქმის ყველა სიმღერა ზეპირად იცის, ამიტომ, კონცერტზე წასვლის სურვილი მაშინვე გამოთქვა, თუმცა, მშობლებმა უარი უთხრეს, მარტო ვერ გაგიშვებთო. თამუნა დედ-მამას დაემუქრა, რომ აჭარაში ფეხით წავიდოდა. ბოლოს ბიძაშვილის პატრონაჟით გაუშვეს...
"ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სინამდვილეში და ჩემს თავს ხდებოდა", - ამბობს თამუნა, - "როცა სცენაზე ამიყვანა, ხელით ვეხებოდი, რომ დავრწმუნებულიყავი, მართლა ენრიკე იყო თუ არა..."
კომენტარი