სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

CASH REBATE-ს პრეზენტაცია კანის კინოფესტივალზე

15 მაისს კანის კინოფესტივალზე მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენელთათვის Cash Rebate-ს, ანუ ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემის წარდგენა გაიმართა.

პრეზენტაცია ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დეა კულუმბეგაშვილი წარუდგინა.დეას ნამუშევრით კანის კინოფესტივალი უკვე მეორედ დაინტერესდა. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ფილმი "უხილავი სივრცეები" მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.წელს კი დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა" ფესტივალის სექციაში Directors' Fortnight მონაწილეობს.
Harbour of Cannes-ში შეკრებილ კინოინდუსტრიის 120-მდე წარმომადგენელს Cash Rebate-ს სქემა საქართველოს კინოკომისიისა და ეროვნული კინოცენტრის ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ვაშაძემ წარუდგინა.
Cash Rebate - ეს არის ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემა, რომლის თანახმად, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ფილმის წარმოების ხარჯებიდან შესაძლოა გამოიყოს კვალიფიციური ხარჯი. ამ ხარჯის 20% კი ფილმის მწარმოებელ კომპანიას უკან დაუბრუნდება.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კინოპროექტებს.
პროგრამას "გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს და მალე საერთაშორისო მასშტაბით დიდ კინომწარმოებლებს უმასპინძლოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100