სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს რასიზმის ბრალდება მოუხსნეს

საფრანგეთის რასისტულ დისკრიმინაციასთან ბრძოლის სამინისტროს ხელმძღვანელმა, შანტალ ჟუანომ განაცხადა, რომ ფეხბურთში საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, ლორან ბლანი აღარ არის ეჭვმიტანილი რასისტულ გამონათქვამებში. მისი თქმით, მწვრთნელის გამონათქვამებში დანაშაულის ნიშნები არ არის და მას ბრალდება უკვე მოეხსნა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლორან ბლანი მონაწილეობდა განხილვაში, როგორ შეეზღუდათ არაბული და აფრიკული ფეხბურთელების რიცხვი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში.თვითონ მწვრთნელი ამტკიცებს, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად იქნა მიწოდებული.„ჩვენ ვერ ვიპოვეთ მიზეზი, რომ ლორან ბლანი დაგვედანაშაულებინა რასობრივი ნიშნით“, - თქვა მინისტრმა, თუმცა, ისიც დაამატა, რომ მწვრთნელის მიერ ამ შეზღუდვების შესახებ განხილვაში მონაწილეობა სრულიად უადგილო და რასიზმის ზღვარზე გამავალი მოქმედება იყო.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ საიდუმლო დირექტივები დაგზავნა, რომლის თანახმადაც აფრიკელი და არაბული სამყაროს ფეხბურთელების რიცხვი 30%-ით უნდა შეემცირებინათ. როგორც ითქვა, ჩინოვნიკებს აღიზიანებდათ ის გარემოება, რომ ორი პასპორტის მიღების შემდეგ ეს ფეხბურთელები ამჯობინებდნენ არა საფრანგეთის, არამედ თავიანთი მშობლიური ქვეყნის ნაკრებში თამაშს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100