სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის საბოლოო ვერსიაზე ვერ ჩამოყალიბდა

კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ამ დრომდე გრძელდება დილის საათებში დაწყებული კონსულტაცია ვაკანტურად დარჩენილ ექვსი მინისტრის სავარძელთან დაკავშირებით. როგორც კოალიციის ლიდერი აცხადებს, ამ დრომდე კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის:

„სავარაუდოდ, კიდევ ცოტა ხანი დაგვჭირდება. ხვალაც გავაგრძელებთ და, სავარაუდოდ, ორშაბათს რამდენიმე მინისტრს დავამატებთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იქნება მინისტრთა კაბინეტის საბოლოო ვერსია. ცოტა ხანი კიდევ დაგვჭირდება“, - უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100