ნასამ ღმერთის სახის გადაღება შეძლო?!
„ღმერთი არსებობს, თუმცა ჩვენგან ძალიან შორს“ - რამდენიმე დღის წინ მსგავსი სათაურებით აჭრელებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ყვითელი ჟურნალ-გაზეთები.
მსგავსი დასკვნის გაკეთების მიზეზი ნასას მეცნიერების მიერ გადაღებული ფოტომასალა გახლავთ.
სურათზე გამოსახულია ვარსკვლავური მტვერის ერთობლიობა, რომელიც საგრძნობლად წააგავს ადამიანის სახეს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სექტანტებმა და ჟურნალისტებმა ჩათვალეს, რომ ეს ღვთის სახეა.
ასეა თუ ისე, ის რაც სურათზეა გამოსახული დედამიწიდან ძალიან დიდი მანძილით, 75 მილიონი სინათლის წელიწადით არის დაშორებული.
კომენტარი