მიხეილ სააკაშვილი 3 აპრილს ბრიუსელში, ნატო–საქართველოს სხდომაში მონაწილეობს
მიხეილ სააკაშვილი ხვალ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ქართული მხრიდან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ასევე დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი.
ნატო-ს მხრიდან სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დირკ ბრენგელმანი.
კომენტარი