სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, ააშენებს თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, - როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა“- მამუკა ხაზარაძე

„ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, იქნება ყოველმხრივ წარმატებული, ააშენებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, - დიდ ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა“-ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

ხაზარაძის თმით, “ლელოს“ გუნდი მზადაა, „ხალხთან ერთად და ხალხისათვის“ იბრძოლოს ქვეყანაში ძირფესვიანი ცვლილებებისათვის. და ასევე აღნიშნა, რომ პარტიისთვის ეროვნულ მოტივებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რასაც “ლელო” ყოველთვის აფიქსირებდა.

“ეს არის პატრიოტი პროფესიონალების გუნდი, ვისთვისაც მთავარია ქვეყნის გამარჯვება - საქართველოს გამოყვანა იმ კატასტროფული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი, ზნეობრივი კრიზისიდან, რომელშიც აღმოვჩნდით „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის შედეგად. მათგან განსხვავებით, “ლელოსთვის” მნიშვნელოვანია ქართული სულიერება და სწორედ ამიტომ, ეროვნული მუზეუმი ავირჩიეთ პრეზენტაციის ადგილად. აქ დაცულია ჩვენი ისტორიის და კულტურის საგანძური. ერი, რომელსაც ასეთი გმირული ისტორია აქვს, შეუძლებელია, დიდხანს ამყოფოს უიმედობაში პატარა ჯგუფმა და მათმა ბელადმა, ვინც უკვე საბოლოოდ მოწყდა რეალობას. ქართველი ხალხი წარსულის უდიდესმა ტირანებმაც ვერ დაიმონეს. მით უმეტეს, გამორიცხულია, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდეთ შუა საუკუნოვან საფეოდალოში, სადაც მხოლოდ თვით ეს ფეოდალი და მასთან დაახლოებული პირები მდიდრდებიან. ჩვენ აუცილებლად დავანგრევთ მათ მიერ შექმნილ სისტემას 31 ოქტომბერს! ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, იქნება ყოველმხრივ წარმატებული, ააშენებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, - დიდ ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა.,”-განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ ცვლილებებს გეგმავს იმ გუნდით, რომელიც ეროვნულ მოტივებს სცემს პატივს. გუნდს, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა და ამ გეგმის არშესრულება “ლელოს” დამფუძნებელს დანაშაულად მიაჩნია.

“ჩვენ ვართ ერთადერთი ნამდვილად ალტერნატიული პარტია და აუცილებლად შევცვლით რეალობას ძლიერი გუნდით, რომელიც მოდის ქვეყნის ხელისუფლებაში საქმის საკეთებლად - ისე, რომ აი ამ ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში, სადაც ახლა ვიმყოფებით, აღარასოდეს დაიღვაროს სისხლი, ადამიანები არ მათხოვრობდნენ და უიმედო გაჭირვებაში არ ცხოვრობდნენ! “ლელო” ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ამომრჩეველს შესთავაზა არა უბრალოდ დაპირებები, არამედ დაწერილი პროგრამა - „მარშალის გეგმა“. ამ გეგმის არშესრულება გამორიცხულია: ეს ჩემი და ჩემი მეგობრების პირადი ღირსების საქმეა,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” სიის პირველმა ნომერმა საუბრის დასასრულს ამომრჩეველს მიმართა და მათ საკეთილდღეოდ ალტერნატიული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100