სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური სიახლოვისთვის, მაგრამ მსხვილი შენაძენებისთვის ნამდვილად წარუმატებელია. დღეს ძალიან სასიამოვნო და მიმზიდველი ხართ. ზედმეტი დატვირთვა გამოიწვევს ნერვულ აშლილობას.

კურო

დღეს საწინააღმდეგო სქესთან წარმატებული ურთიერთობა გექნებათ. დღე ნაყოფიერი იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა საფრთხის ქვეშ დადგება - შესაძლოა ერთ-ერთმა თქვენგანმა დაშორების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. კარგად წავა საქმე ფინანსურ ბირჟაზე.

ტყუპები

დღეს ნუ დაუშვებთ შეცდომებს სამსახურში. შეძლებისდაგვარად გადადეთ სამსახურებრივი მივლინება. მატერიალური გართულებები გელით. შესაძლოა გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები.

კირჩხიბი

დღეს სჯობს დაისვენოთ: საქმიანობაში წარმატებას ნუ ელით. ნუ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს, ნუ შეეწინააღმდეგებით საკუთარ სურვილებს. ვისაც კუჭი აწუხებს სჯობს რაციონიდან ამოიღონ მლაშე და ცხარე საკვები. ფინანსური საკითხების მოგვარებისას ფრთხილად იყავით.

ლომი

დღეს გმართებთ გონიერება და მოთმინება. თუ კარგად იშრომეთ, მაშინ "მოსავალიც" კარგი გექნებათ. შესაძლოა თქვენში მოულოდნელი ინტერესი გამოიწვიოს რელიგიამ. ფრთიხლად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან, დაიცავით მედიკამენტების დოზა.

ქალწული

დღევანდელი საღამო ცოლ-ქმრულ ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის. ფული, რომელსაც დღეს გაასესხებთ, მიიღებთ დაგვიანებით, ან შესაძლოა საერთოდ ვერ მიიღოთ. გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და თქვენ შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას. წარმატებული იქნება მმართველ ორგანოებთან კონტაქტი.

სასწორი

გამოცდილების წყალობით შეძლებთ თქვენს ხელთ არსებული რესურსების სწორად გამოყენებას. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი აქტივობა შეაფასონ ზედმეტ თავდაჯერებულობად. თამამდ წადით უცხოური კომპანიების წარმომადგენლებთან კონტაქტზე. გაიზრდება თქვენი საქმიანი აქტივობა.

მორიელი

დღეს ჭარბი ენერგია გაქვთ. ნუ ინერვიულებთ, რადგან თქვენი წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. სამსახურში ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ მოითხოვეთ საწინაურება - უკვე დროა და ეს ხელმძღვანელობამ კარგად იცის. კარგად წაუვათ საქმე ფინანსისტებს.

მშვილდოსანი

აქტიური შემოქმედებითი დღეა. საქმიანობაში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შესაძლოა დიდი ზიანი მოგაყენოთ. ნუ იჩქარებთ თანხმობის გაცემას, რადგან ეს შეცდომების დაშვების მიზეზი გახდება, რაც ადამიანებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას და სამეურნეო საქმიანობას.

თხის რქა

დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.

მერწყული

დღეს სიზარმაცე გძლევთ, რაც შეიძლება დამღუპველი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. შესაძლოა დამოკიდებული იყოთ პარტნიორებზე, ამიტომ ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც აქამდე ყოველთვის გეხმარებოდათ. თქვენი მეორე ნახევრის ნათესავები დახმარებისა და რჩევისათვის მოგმართავენ. ნუ დანიშნავთ დღეს საქმიან მოლაპარაკებებს.

თევზები

დღეს მეტად თავისუფალი იქნებით, რაც დაგეხმარებათ ბევრი საკითხის მოგვარებაში. კოლექტივში გაურკვევლობა წარმოიქმენება. გინდათ დედოფალი შეიყვაროთ, ან მილიონი იშოვოთ? მაშინ ეს თქვენი დღეა! თამამად დანიშნეთ პაემანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100