11 მაისიდან ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებელს მიიღებს
ორშაბათიდან, 11 მაისის 9:00 საათიდან სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებელს მიიღებს. „გორგიაში“ არსებული 50 000 დასახელების პროდუქტის ყიდვა მომხმარებელს თბილისის დიდუბის ფილიალში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, მარნეულსა და ზუგდიდში შეეძლება.
ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათიდან გამომდინარე
მომხმარებელს ჰიპერმარკეტებში ვიზიტი 9:00-დან 19:00 საათამდე შეეძლება. ჰიპერმაკეტებში
ვიზიტისას, მომხმარებელმა უნდა დაიცვას პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ არსებული რეკომენდაციები
და იქონიოს პირბადე.
„გორგიას“ ყველა ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი დეზობარიერებით,
სადეზინფექციო ხსნარებით და დისტანციის ნიშნულებით. ყველა თანამშრომელს შესაბამისი
აღჭურვილობა აქვს და გადის თერმოსკრინინგს.
„გორგიაში“ ვიზიტისას მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებები
დახვდება და სასურველ პროდუქტს ყველაზე დაბალი ფასად იყიდის.
კომენტარი