"სახე მთლიანად განადგურებულია" - ეჭვიანობის ნიადაგზე ორმა ქალმა მესამე სასიკვდილოდ სცემა
რუსეთის ქალაქ კიმრში 35 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს - დაშავებული სასტიკად იყო ნაწამები და ნაცემი.
პოლიციამ გამოძიების ფარგლებში ორი ეჭვმიტანილი ქალი დააკავა, რომლებიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ სასტიკად გაუსწორდნენ დაზარალებულს. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 30 ივლისს, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე სამივე ქალი მამაკაცთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდა. როდესაც ოთხივე მათგანი დათვრა, მამაკაცმა დაზარალებულ ქალს ფლირტი გაუბა, დამნაშავეები კი ეჭვიანობის ნიადაგზე მას სასტიკად გაუსწორდნენ.
რეანიმაციაში მოთავსებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას მიღებული აქვს თავისა და სხეულის ტრავმები, დამტვრეული აქვს ხელისა და ფეხის ძვლები, სახე კი მთლიანად განადგურებულია.
РИА "Новости"-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილები დაკითხვის შემდეგ დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევია.
კომენტარი