ბათუმში ახალაშენებული კორპუსის ლიფტი ჩავარდა - დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ახალაშენებული 22 სართულიანი კორპუსის ლიფტი მწყობრიდან გამოვიდა და 9 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი, რომელიც ლიფტში იმყოფებოდა, შახტაში ჩავარდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ლიფტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაფუჭებული იყო და ის ცოტა ხნის წინ შეაკეთეს, თუმცა უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. მათი თქმით, ლიფტს არ ჰქონდა კარი.
"მოწყდა ლიფტი, ჩავვარდით შახტაში. ვინც ემსახურება ლიფტს ის პირველი ჩავარდა შახტაში და მგონი ის არის გადაყვანილი. ლიფტი არ არის დახურული" - ამბობს დაზარალებული მარიამ იაშვილი.
მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი