ზაალ ანჯაფარიძე: არჩევნების მშვიდ გარემოში მიმდინარეობა ძალიან აღელვებს ერთ მხარეს
„ის რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მოსახლეობის აქტივობა მაღალია, როგორც ჩანს, ძალიან აღელვებს ერთ მხარეს“- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩვენების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის მაღალი აქტივობა, პირველი ტურის შედეგია და აქედან გამომდინარე, მმართველი პარტიის და საზოგადოების იმ ნაწილის აქტივობის, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებაში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნენების საფრთხეს ხედავენ.
„ვფიქრობ, იმ ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ვინც პირველ ტურში სახლში დარჩა, არჩევნებზე მიდის და ხმას აძლევს. ამ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისი აზრით, ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობოები და ტელეკომპანია ცდილობს, წარმოაჩინოს ერთეული დარღვევები, როგორც ტენდენცია. ასევე, რუსთავი-2 -სა და ხელისუფლებათან ოპონირების რეჟიმში მყოფი ცალკეული ტელევიზიების მხრიდან, დაძაბულობის ტემპერატურის აწევის აშკარა მცდელობებია.
„ასეთ დაძაბულ და ნერვების ომის პირობებში, შეიძლება ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს კიდეც. მთავარია, ცესკომ მყისიერად აღმოფხვრას დარღვევები და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელებს მიაწოდოს ინფორმაცია. რაც კეთდება კიდეც და საკმაოდ ოპერატიულად. მე ვფიქრობ, რომ ცესკო სწორად მოიქცა, როდესაც არსებულ დარღვევებზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა რომ მათ, მეტწილად პროცედურული ხასიათი აქვთ. პირადად ჩემთვის, როგორც ანალიტიკოსისათვის, ძალიან ნიშანდობლივია, რომ წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, ცესკო აქტიურად აწარმოებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას, რადგან სწორედ ინფორმაციის დეფიციტი ან დეზინფორმაცია ქმნის ვნებათაღელვის და პროტესტის ნიადაგს“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ
კომენტარი