22 წლის გოგონამ 11 წლის ბიჭისგან ბავშვი გააჩინა - პოლიციამ პედოფილიის ფაქტის შესახებ კი მხოლოდ სამი წლის შემდეგ გაიგო
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გოგო 22-ის, ხოლო ბიჭი 11 წლის იყო. ფლორიდელმა წყვილმა ურთიერთობა სამი წელი შეინარჩუნა. მარისა მოური ურთიერთობის დაწყებიდან მალევე დარჩა ორსულად და 11 წლის ბავშვს შვილი გაუჩინა. სამი წლის შემდეგ პოლიციამ მარისას შესახებ ყველა დეტალი გაიგო და პედოფილი არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტის ბრალდებით დააპატიმრა, მისი სამი წლის შვილი კი სოციალურმა მუშაკმა წაიყვანა, რომელზეც სხვა ოჯახი იზრუნებს.
კომენტარი