სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პერის ჰილტონი თხოვდება

პერის ჰილტონი არ მალავდა, რომ ბოლო პერიოდში სერიოზულად ფიქრობდა ოჯახის შექმნაზე. ამის შემდეგ ყვითელი პრესა კრის ზილკთან მის ახალ რომანზე ალაპარაკდა.

გამოცემა Hollywood Life წერს, რომ კრისმა პერისს ხელი სთხოვა და წყვილი ახლა ქორწილისთვის ემზადება.

„პერისი დარწმუნებულია, რომ კრისი ის ადამიანია, ვისთან ერთადაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ყოფნა. მათ უკვე დაგეგმეს მომავალი ერთობლივი ცხოვრება და ისიც იციან, თუ რამდენი შვილი უნდათ“ - წერს ყვითელი პრესა.

თავად პერისს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პირადი ცხოვრების ამ ახალ სიახლეზე. ჰილტონის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ის ჯერ არ ჩქარობს საზოგადოებას მის მომავალ ქორწინებაზე უამბოს რაიმე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100