აფხაზეთის ე.წ. ცესკო-მ საპრეზიდენტო კანდიდატურები დაარეგისტრირა
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა. ამის შესახებ "როსბალტი" იუწყება.
ალექსანდრე ანქვაბთან, სერგეი შამბასთან და რაულ ხაჯიმბასთან ერთად კომისიამ კანდიდატების მიერ დასახელებული ვიცე პრეზიდენტების კანდიდატურებიც დაარეგისტრირა. ესენი არიან – მიხეილ ლოგუა, სვეტლანა ჯერგენია და შამილ აძინბა.
აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება. კანდიდატურების წარდგენის ვადა 17 ივლისს ამოიწურა.
კომენტარი