Express Bank-მა ქუთაისში კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გახსნა
თბილისი, 4 ნოემბერი, 2016 – Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. დღეს ქალაქ ქუთაისში Express Bank-ის კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. მომხმარებელი Express Bank-ით სარგებლობას, ი.ჭავჭავაძის გამზირზე 67-ში ნომერშიც შეძლებს.
Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1500 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.
საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 124 სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge
###
Express Bank-ის შესახებ:
Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღები და ადვილი გამოსაყნებელია. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 120-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად, მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ebank.ge
კომენტარი