„ლისი დეველოპმენტის“ ფოტოპროექტი- „მწვანე ქალაქი ლისზე“ თიბისი გალერეაში
კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ქართული არტის მხარდაჭერას აგრძელებს და ამჯერად დამთვალიერებელს ფოტოგამოფენას „მწვანე ქალაქი ლისზე“ სთავაზობს.
4 ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ხედვის მქონე ფოტოგრაფის 80-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ლისის მწვანე ქალაქშია გადაღებული, თიბისი გალერეის სივრცეში17 ივნისს, 19:00 საათზე გამოიფინება.
ფოტოგრაფები ანდრო ერაძე, ალექსანდრე ფხაკაძე, ვახო ხეთაგური და დინა ოგანოვა მაისში, ერთი თვის განმავლობაში ლისის მწვანე ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების ასახვას მათ მიერ გადაღებული ფოტოებით შეეცადნენ.
„მწვანე ქალაქი ლისზე“ პირველი პროექტი არ არის, რომლითაც „ლისი დეველოპმენტი“ ქართული არტის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. 2015 წლის მარტში, ლისის საცხოვრებელი კომპლექსი ქართველი მხატვრების ნამუშევრების ინსპირაციის წყარო გახდა. მაშინ პროექტის ირგვლივ არაერთი ქართველი არტისტი გაერთიანდა, მათშორის: ზურაბ ნიჟარაძე, თემო მაჭავარიანი, ბესიკ არბოლიშვილი, გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, ნოდარ ბადურაშვილი, კოკა ცხვედიანი, დიმა ანთაძე, მამუკა ცეცხლაძე, ოლეგტიმჩენკო, თუთუ კილაძე, გიორგი გაგოშიძე, გიორგი მასხარაშვილი.
ფოტოგამოფენა „მწვანე ქალაქი ლისზე“ დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 20 ივნისის ჩათვლით ელოდება.
კომენტარი