სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ბუკია: "ხუდონჰესი არის საუკუნის პროექტი"

ხუდონჰესის მშენებლობის ირგვლივ დებატები არ ცხრება. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს, ექსპერტებს და მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილს პროექტის მიმართ პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. თუმცა, ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ხუდონის მშენებლობა ეკონომიკურ განვითარებას განსაზღვრავს და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიგა ბუკია აცხადებს, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

გიგა ბუკია: ხუდონჰესის არის საუკუნის პროექტი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის. ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ სხვაობა წინა ხელისუფლებასა და ჩვენს ხელისუფლებას შორის საკითხისადმი მიდგომაშია. საუბარია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და პრობლემებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან სრულად გაზიარებული იქნება. ამ ადამიანებს მიეცემათ ღირსეული კომპენსაცია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სვანეთის აღორძინებისთვის ამ პროექტის განხორციელება უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზრდება.

_ რამდენად დაეტყობა ეს ადგილობრივების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას?

_ პროექტის განხორციელება პირდაპირ კავშირში იქნება სოციალური პირობების გაუმჯობესებასთან, რადგან გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ქონების გადასახადი იქნება საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. გარდა ამისა, ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ნიშნავს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100