“Sotheby’s”–ის აუქციონის აქციები ერთ თვეში 25 პროცენტით დაეცა
“Sotheby’s”–ის აქციების ღირებულება ერთ თვეში 25 პროცენტით დაეცა, მიზეზი კი რამდენიმე წარუმატებელი აუქციონია, რომლებიც ნიუ–იორკსა და ჰონკონგში ჩატარდა. ამ დროისათვის ერთი აქციის ღირებულება 40,46 ამერიკული დოლარია. მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ მათი ღირებულება 54,41 დოლარი იყო.
სააუქციონო სახლის წარუმატებლობა ჰონკონგში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში ჩატარებულმა აუქციონების სერიამ “Sotheby’s”–ის 447 მილიონი ამერიკული დოლარი შემატა. სწორედ ამ აუქციონების შემდეგ დაეცა აქციების ფასი 5 პროცენტით. ნიუ–იორკის აუქციონებმა კი აქციების გაუფასურება 20 პროცენტით მოახერხეს. იმპრესიონიზმის, მოდერნიზმისა და თანამედროვე ხელოვნების აუქციონებმა განაპირობეს წარუმატებლობა, რადგან აღნიშნული აუქციონებიდან მიღებული თანხა ყველაზე დაბალი იყო “Sotheby’s”–ის ისტორიაში.
მიუხედავად აქცების ფასის დაცემისა, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ერთი აქციის ღირებულება 6,47 დოლარს შეადგენდა, ანუ ექვსჯერ ნაკლებს, ვიდრე დღეისათვის.
კომენტარი