სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, მთელი ღამე ვერ დავიძინე - მიხეილ სააკაშვილი

სანატორიუმ "ქართლში" დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. განცხადება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. მიხეილ სააკაშვილი წერს:

გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით - მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.

ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100