მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის თიბისი BARTA 2021-ის გამარჯვებული გახდა
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, BARTA 2021 წლის გამარჯვებული კომპანიები უკვე ცნობილია.თიბისიმ BARTA-ს ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის მიიღო.
დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე 18 ნომინანტი კომპანია იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი
მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო
ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა: ბრენდი,
რეპუტაცია მომხმარებელთა შორის, „ნოუ-ჰაუ“ და კეთილი ნება, რომლებიც კორპორაციულ ღირებულებას ქმნის.
BARTA -ს გადაცემის პირველი ცერემონია 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა. აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია
ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება
და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის
პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://barta.ge/.
კომენტარი