სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თეორიულად დასაშვებია, თუმცა პრაქტიკულად თითქმის გამორიცხულია..." - რა ვირუსი ცირკულირებდა საქართველოში დეკემბერ-იანვარში?

თეორიულად დასაშვებია, თუმცა პრაქტიკულად თითქმის გამორიცხულია - ასე განმარტა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა Facebook-ზე მომხმარებელთა ნაწილის გამოხმაურებები იმის თაობაზე, რომ მათ კორონავირუსი დეკემბერ-იანვარში გადაიტანეს.

ინფექციონისტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ მსგავსი გამოხმაურებები მასაც ჰქონდა სოციალურ ქსელში.

„დავიწყოთ იქედან, რომ ძალიან ბევრ რესპირაციულ ინფექციას ზუსტად ერთიდაიგივე სიმპტომები აქვს. მაგალითად, ამ სეზონიდან დღემდე ფართოდ არის გავრცელებული რესპირაციული ვირუსი. დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც დაადასტურა, რომ ხშირად პნევმონიის და ბრონხიტის გამომწვევია. აზიანებს წვრილ ბრონხებს და გულ-მკერდის არეში იწვევს დისკომფორტს. ეს წელს დაიწყეს ადამიანებმა ყურადღების გამახვილება, თორემ ყოველწლიურად არის რესპირაციული ინფექციები, თუმცა ისინი არ იყო კორონავირუსი. როდესაც ანტისხეულების ტესტირებას დავიწყებთ მასობრივად, ეს ხალხი გაიგებს, გადატანილი აქვს თუ არა კორონავირუსი“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100