სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ვაკეში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ვაკეში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე.

მოგეხსენებათ, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ყველა მათგანს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება" - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100