არსებული ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანზე სპეცრაზმია მობილიზებული
არსებული ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, უბანზე ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, შენობის ფანჯრები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული, ჩამსხვრეულია.
„მე როგორც დამირეკეს და მითხრეს, ერთმანეთს ქვებს და ჯოხებს ესროდნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცერაზმი და პოლციია“, - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტს გამოეხმაურა ქართული ოცნებაც და მომხდარში ბრალი ნაციონალურ მოძრაობას დასდო. „ჩვენ ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შეიტანოს არეულობა საარჩევნო პროცესში, ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს, რომ არ გაბედონ ამის გაკეთება. ჩვენ თვალს მივადევნებთ ამ პროცესს და ვუზრუნველყოფთ იმას, რომ სათანადოდ დაისაჯოს ყველა, ვინც ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარი