სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 16 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, VI კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, სამტრედიის, ბაღის, ერისთავის, მირცხულავას, წყალტუბოს, მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის და ნოდარ ახალკაცის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, თორნიკე ერისთავის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, სანაპიროს, თევდორე მღვდლის, ნონა გაფრინდაშვილის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, სანზონის, დეპოს, კავთისხევის, კოხრეიძის, წმინდა მელქისედეკ I, საყვირის, სვანეთის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის და მახინჯაურის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის და მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას. ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი გამრეკელის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის, ძოწენიძის, დავით გამრეკელის და დუდუ დადიანის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ქიზიყის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, დმანისის, მარტყოფის, ობსერვატორიის, კონსტანტინე ერისთავის, იუსტინე აბულაძის, იორის, პატარძეულის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ჭრელაშვილის, კაჭარავას, ეთერ კაკულიას, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის და დოლაბაურის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კონსტანტინე ერისთავის და ხივინის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის და ვახტანგ ლეჟავას ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის, არაგვისპირელის, ზურაბ ქვლივიძის, ემილ ვერჰარნის, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების და ტერენტი გრანელის ქუჩების მოსახლეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100