სპეცოპერაცია პოლონეთში - დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი
სპეცოპერაცია პოლონეთის ქალაქ გდინიაში - სამართალდამცავებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი დააკავეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, საქართველოს 42 წლის მოქალაქე ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს აიყვანეს, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ მამაკაცი რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა.
კომენტარი