სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ავიღო ბიზნესსესხი

ვინც საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ფიქრობს, ახალ საფეხურზე გადასვლა სურს, ან გენიალური იდეა გაუჩნდა და ფინანსების მოძიებაზე ზრუნავს, მათთვის ეს ინტერვიუ განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს. ბიზნესის დაკრედიტებასა და სხვა საბანკო ბიზნესპროდუქტებზე ინფორმაციის მისაღებად ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელს - კონსტანტინე მაქაცარიას ვესაუბრეთ.

ტერაბანაკში კი იმიტომ აღმოვჩნდით, რომ ,როგორც ცნობილია ,რებრენდინგის შემდეგ აქ განსაკუთრებული ბიზნესგარემო, ე.წ. ბიზნესჰაბია შექმნილი. რა მიზანს ემსახურება ბიზნესჰაბის შექმნა ტერაბანკში? ტერაბნაკის ბიზნესსტრატეგიიდან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე. რაც გამოიხატება იმაში, რომ აღნიშნული სეგმენტის კლიენტებს ვთავაზობთ საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, იმისთვის, რომ მათ გავუადვილოთ ბიზნესის კეთება. ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას, მოქნილობას, სისწრაფეს და , რაც მთავარია, ბიზნესკონსულტაციებს. ჩვენს ინტერესშია, რომ კლიენტმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, რაც ბიზნესის წარმატების და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების საწინდარია. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესპროექტი და რა ვადაა საჭირო, რომ მიიღოს დაფინანსება ტერაბანკში? კრიტერიუმები ძალიან მარტივია: ბიზნესი უნდა არსებობდეს ბოლო 6 თვის განმავლობაში და უნდა არსებობდეს წარმატებულად. ჩვენ ვუკეთებთ ანალიზს ბიზნესის საქმიანობას, ვსწავლობთ განვითარების დინამიკას და ვიღებთ გადაწყვეტილებას დაკრედიტებასთან დაკავშირებით. ტერაბანკის ერთ-ერთი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ბუტიკური ტიპის ბანკი გაცილებით მარტივად და უშუალოდ უდგება კლიენტს, შესაბამისად კი, ძალიან სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება. დრო ინდივიდუალურია ყველა პროექტისთვის, საშუალოდ კი, 1-დან 3 დღემდეა საჭირო პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ბიზნესსესხის თანხის მოცულობა იწყება 3 000 $-დან (ეკვივალენტი ლარში), საპროცენტო განაკვეთი კი ინდივიდუალურად განისაზღვრება. თუ არის ბიზნესის რომელიმე მიმართულება პრიორიტეტული ან განსაკუთრებით საინტერესო ტერაბანკისთვის? ყველა ბიზნესს ტერაბანკში განვიხილავთ ინდივიდუალურად. ვინაიდან, სფეროს მიუხედავად, ყველა ბიზნესს აქვს სპეციფიკა, საკუთარი საინტერესო და სუსტი მხარეები. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბიზნესანალიტიკოსების მოვალეობაა კარგად შეისწავლონ აღნიშნული საქმიანობა,შეაფასონ მათი განვითარების პერსპექტივები და დაფინანსების საჭიროება. განსაკუთრებით პოზიტიურად ვუყურებთ ახალი საწარმოების შექმნის იდეას. გარდა საკრედიტო პროდუქტებისა, როგორც ცნობილია, ბიზნესისთვის სხვა შეთავაზებებიც გაქვთ? საკრედიტო პროდუქტებს თუ მოვიცავთ, ეს არის საკრედიტო ხაზი, რომელიც ძალიან მოქნილია ბიზნესისთვის: გრძელვადიანი ბიზნესსესხი, ყოველთვიური ან ინდივიდუალური/სეზონური დაფარვის გრაფიკით; ბიზნესოვერდრაფტი, დამატებით კლიენტის მოკლევადიანი ლიკვიდურობის გასაუმჯობესებლად; მოკლევადიანი ბიზნესსესხი - ერთჯერადი ოპერაციების დასაფინანსებლად; ბიზნესსესხების პარალელურად საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი დოკუმენტური ოპერაციების კუთხით, რაშიც იგულისხმება საბანკო გარანტიები, აკრედიტივი, და ა.შ. საკამოდ აქტიურად ითვისებენ ამ პროდუქტებს კლიენტები, რადგან საერთშორისო ვაჭრობის შემთხვევაში ანგარიშსწორების დროს ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო მეთოდი. რაც შეეხება არასაკრედიტო პროდუქტებს, ძალიან კარგი პირობებით გვაქვს საოპერაციო მომსახურების კუთხით, შესაბამისად , დიდია მოთხოვნა აღნიშნულ მომსახურებაზე; რატომ უნდა დავუკავშიროთ ჩვენი ბიზნესი ტერაბანკს? რაც ტერაბანკს სხვა ბანკებისგან გამოარჩევს, პირველ რიგში, არის მომსახურების მაღალი სტანდარტი. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტით სარგებლობს ჩვენს ბანკში ბიზნესი, ყველა კლიენტს ჰყავს თავისი მომსახურე ბანკირი და ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესასრულებლად მას შეუძლია მხოლოდ ერთ საკონტაქტო პირს დაუკავშირდეს - თავის პირად SME ბანკირს. ეს ადამიანი ზრუნავს, რომ ბიზნესკლიენტი დარჩეს მაქსიმალურად კმაყოფილი ტერაბანკის მომსახურებით და ჰქონდეს განცდა, რომ ბანკში მის ინტერესებს ითვალისწინებენ. გარდა მომსახურების მაღალი სტანდარტებისა, ავლაბრის ფილიალში შექმნილია სპეციალური გარემო ბიზნესისთვის, რომელსაც ჩვენ ბიზნესჰაბს ვუწოდებთ. აქ ფინანსური სახლის კონცეფციის მიხედვით შეთავაზებულია ძალიან მყუდრო და კომფორტული ინტერიერი მომხმარებლისთვის. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი შეხვედრების ოთახებით თავიანთი ბიზნესსაჭიროებებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100