სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არის უკანასკნელი კანფეტი ყველზე გემრიელი?

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ იტოვებენ ყველაზე გემრიელ ლუკმას ადამიანები ბოლოსათვის და რატომ გვეჩვენება ეს შემონახული ლუკმა ყველაზე გემრიელად.
როგორც ექსპერტები თვლიან, როდესაც ადამიანმა იცის, რომ რაღაც მალე გათავდება, ეს მას დამატებით „მოტივაციას“ აძლევს.
„ასევე, შეიძლება ითქვას, ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ბოლოსდაბოლოს ბედნეირები ვიქნებით“ - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ედ ობრაინერი.
„თუ ადამიანს უბრალოდ ვეტყვით, რომ რაიმე უკანასკნელია, ყველაზე მეტად ის მოეწონება“ - აცხადებენ მეცნიერები.
კვლევაში 52 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. მეცნიერებმა მათ სხადასხვა არომატის შოკოლადები დაურიგეს გასასინჯად. შემდეგ კი ჰკითხეს, რომელი მოეწონათ ყველაზე მეტად.
როგორც აღმოჩნდა, უმეტესობას უკანასკნელი შოკოლადი მოეწონა.
„ბევრ რამეს აქვს ბედნეირი დასასრული; ფილმებს, შოუებს, სადილსაც კი. ადამიანების უმეტესობას მოლოდინი აქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება“ - ამბობს ობრაიენი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100