სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აუცილებლად წასაკითხი: თუ თქვენთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაშინ ეს 23 მეთოდი დაგეხმარებათ

ერთი ძველი, დრომოჭმული გამოთქმის მიხედვით, დრო ყველაფერს კურნავს, მაგრამ მე არ ვეთანხმები. როგორც დოქტორი ფილი ამბობს : „ ჩვენ დრო კი არ გვცვლის, არამედ ჩვენივე ქმედებები იწვევენ ცვლილებებს“. ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი ცხოვრების მართვისა და მასზე კონტროლის დაწესების უნარი. უბრალოდ ხშირად, ამ ცვლილებებს ჩვენივე გაუბედაობა აფერხებს ხოლმე. ყოველთვის მოძებნეთ ძალა საკუთარ თავში და მას აუცლებლად იპოვით. არ მისცეთ გარემოებებს უფლება ძირს დაგცეთ და სიცოცხლის სურვილი წაგართვათ.
ქვემოთ მოცემული 23 მეთოდი დაგეხმარებათ იმაში, თუ როგორ დაიბრუნოთ ძალა და აღიდგინოთ ენერგია, მაშინ, როდესაც თქვენთვის ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული და საოცრად მარტოსულად გრძნობთ თავს:
1) ჩადექით ფორმაში.
ძლიერი სხეული და გონება ერთმანეთს ფეხდაფეხ მიჰყვებიან. დაივიწყეთ თქვენი დამღლელი ყოველდღიურობა,რომლის წყალობითაც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით და ფოკუსირდით იმაზე, რომ მაქსიმალურად აღიდგინოთ ძალა. ეს დაგეხმარებათ დაიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა - რომ თქვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგიძლიათ. ჯილიან მაიკლი ამბობდა : „ფიტნესი მხოლოდ ლამაზი სხეულის ქონის შესაძლებლობა არ არის, ის საშუალებაა,რომელიც დაკარგულ ძალას დაგიბრუნებთ“
2) გადით ქალაქგარეთ.
გამონახეთ ერთი დღე, ერთი კვირა ან სულაც ერთი თვე, გაექეცით მოსაწყენ ყოველდღიურობას და შეაბიჯეთ სრულიად სხვა სამყაროში. გონების ცვლილება, სცენარის ცვლილებას იწვევსო ამბობენ, სახლიდან შორს ყოფნა , მეტი სივრცე, თავისუფლება ,სიმშვიდე საკუთარი თავის განკურნებაში დაგეხმარებათ.
3) ხელახლა დაწერეთ თქვენი ისტორია.
წარსული სხვა არაფერია , თუ არა ამბავი,რომელსაც ჩვენს თავებს გამუდმებით ვუმეორებთ- აუცილებლად კარგად უნდა გავიზაროთ ეს სიტყვები. ეწვიეთ თერაპისტს ,რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ისტორიისთვის იმ ჩარჩოების მოხსნაში,რომელიც ასე გბოჭავთ, დაგეხმარებათ იმის მიხ4ვედრაში, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის რაღაც ასე, რა მნიშვნელობა ჰქონდა მათ. ისწავლეთ წარსულისგან, გაძლიერდით, გაიზარდეთ და არ მისცეთ მას უფლება ცხოვრება გაგინადგუროთ.

4) გაუღეთ ახალ ადამიანებს თქვენი ცხოვრების „კარი“.
ხშირად, წარსული ურთიერთობების უსიამოვნო კლანჭებისგან განთავისუფლების საუკეთესო გზა, ახალი ურთიერთობებია. ირგვლივ მყოფ ადამიანებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ თქვენს ცხოვრებაზე. თქვენ ისე იქცევით, ისე ფიქრობთ,როგორც ისინი, ვის გვერდითაც დიდ დროს ატარებთ. ამიტომ ამოარჩიეთ ისეთები, რომლებიც დაგეხმარებიან - იყოთ საუკეთესო ვერსია საკუთარი თავის.
5) მოუყევით თქვენი ისტორია სხვებს.
ნუ მოგერიდებათ, გაუზიარეთ ადამიანებს თქვენი გამოცდილება,მოუყევით მათ რისი გადატანა მოგიწიათ, რამდენჯერ გეტკინათ, ეს თქვენ გაგაძლიერებთ მათ კი გაბედულებას შემატებს. არასდროს დამალოთ, არასდროს შეგრცხვეთ იმის, რაც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის. არასდროს მოიხადოთ ბოდიში იმისთვის , რომ წარსულში ასე მოიქეცით ან ასეთები იყავით.
6) იზრუნეთ საკუთარ თავზე.
როდესაც ცუდად ვართ ან სიცხე გვაქვს, ჩვენ ,ჩვეულებისამებრს, ვზრუნავთ საკუთარ თავზე, ვსვამთ წამლებს. მსგავსადვე უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა ემოციურად ვიტანჯებით, ემოციურად ვართ ცუდად.
7) შეიცვალეთ გარეგნობა.
შეიღებეთ თმა, გაიკეთეთ განსხვავებული მაკიაჟი, ცვლილებები ყოველთვის ცუდი არაა.ის ხშირად საუკეთესო გამოსავალია. ეს ერთ-ერთი მათგანია, რომლის კონტროლიც თავისუფლად შეგვიძლია. გაიხალისეთ, გაიმრავალფეროვნეთ, გაიფერადეთ ყოველდღიურობა.
8)შეწყვიტეთ დროის დახარჯვა იმაზე, რაც არ გამოდის.
ზოგჯერ ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ ,მაგრამ მაინც არაფერი გამოდის. მიატოვეთ მსგავსი საქმეები, ურთიერთობები. აიძულეთ საკუთარი თავი, იპოვეთ ძალა -დაიწყოთ ყველაფერი თავიდან. დაიწყოთ თავიდან,ოღონდ ამჯერად მის სწორად გაკეთებას ეცადეთ.
9) დატოვეთ წარსული წარსულში.
ყველაფერს ,რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ყოველთვის მნიშვნელობა ან მიზეზი როდი აქვს. თუ შენი წარსული აღარ გზრდის , მიეცი საკუთარ თავს უფლება დაივიწყო ის, რაც მასში მოხდა. მისი არდავიწყებაა ის, რაც წინ წასვლის საშუალებას არ გაძლევს.
10) მოძებნე და დაუმეგობრდი ადამიანებს, რომლებსაც ისეთივე ისტორია აქვს,როგორიც შენ.
ისეთი ადამიანებს გარემოცვაში ყოფნა, რომლებსაც მსგავსი რამ გამოუცდიათ ყოველთვის სასიამოვნოა. მათ ზედმეტი სიტყვებისა და ახსნების გარეშე ესმით შენი. მათთან ურთიერთობით დარწმუნდები, რომ შენ მარტო არ ხარ.
11) გაინთავისუფლე მთლიანი კვირა.
გადადე დროებით შენი გეგმები, წადი ქალაქგარეთ იქ ,სადაც შენს ფეისბუქის სიახლეებს არ შეუძლიათ შენამდე მოღწევა. ხანდახან აუცილებელია ყოველდღიურობასთან ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტა იმისთვის ,რომ მიხვდე -თუ როგორი უაზროა შენი მწუხარება. მიხვდე იმას, რომ შენ შეგიძლია ძალიან მარტივად დააღწიო მათ თავი.
12) მოაწესრიგე სახლი.
გადააადგილე ყველაფერი , დაალაგე ნივთები განსხვავებულად . გადაყარე ყველაფერი ის, რასაც აღარ იყენებ , თავიდან მოიშორე ზედმეტი რაღაცები.
13) იყავი ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებსაც უყვარხარ.
ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა : „ გასაჭირი ყოველთვის გეხმარება იმის გაანალიზებაში, თუ ვინ არიან შენი ნამდვილი მეგობრები“. როცა ყველაფერი თავზე გენგრევა, როცა გგონია ,რომ აღარაფერი იქნება კარგად, დააკვირდი ვინ დგას ყველაფრის მიუხედავადშენ გვერდით, ვინაა მზად დახმარებისთვის. ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ , რომლებიც შენი ერთი ღიმილისთვის ყველაფერს გააკეთებენ. დაააფასე ისინი.

14)იკვებე სწორად.
დღის რაციონში ადგილი დაუთმე ჯანმრთელ საკვებს, მიირთვი ხილი, ხორცი, ბოსტნეული, მარცვლეული,რძე.
15) გაიარე კურსი, რომელიც რაიმე ახალს გასწავლის.
ისწავლე რაიმე ახალი, გაიფართოვე ჰორიზონტი და შეახსენე საკუთარ თავს , რომ ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო და საოცარი რამ არსებობს.
16) ორგანიზება გაუკეთე ფინანსებს.
ნუ შეგეშინდება პირისპირ შეხვდი ყველა პრობლემას, ისწავლე მათთან გამკლავება, ეს აგრეთვე საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენაში დაგეხმარება.
17) გვერდით იყოლიეთ ადამიანი, რომელიც მუდმივად შეგახსენებთ ,რომ მშვენიერი ხართ.
ჩვენ ყველა მივისწრაფით იმისკენ, რომ დღითიდღე განვვითარდეთ , გავძლიერდეთ. ამისთვის კი ჩვენ სიყვარულსა და მზრუნველობას ვსაჭიროებთ. იპოვეთ ისეთი ადამიანი, მეგობარი, რომელიც ყოველთვის შეგახსენებთ ,თუ როგორი მშვენიერი ხართ მაშინაც, კი როდესაც თქვენ თვითონ სრულებით დაივიწყეთ ამის შესახებ.
18) იყავით ბედნიერები აწმყოთი.
ხშირად ჩვენს იმედებს ისეთ სამომავლო გეგმებზე ვამყარებ,რომელთა განხორციელებაც შეუძლებელია. იმის მაგივრად ,რომ უთხრა საკუთარ თავს : „ მე ბედნიერი მაშინ ვიქნები ,როცა ...“ ისწავლე პოზიტივის დანახვა ახლა. იამაყე თუნდაც იმ ფაქტით ,რომ ცდილობ ცვლილებების მოხდენას ცხოვრებაში.
19) ისწავლე ახალი ენა.
ახალი ენის შესწავლა საუკეთესო საშუალებაა დააღწიო თავი უსიამოვნო ფიქრებს. ის გეხმარება დაინახო სამყარო,რომელიც ბევრად უფრო დიდი და მრავალფეროვანია ,ვიდრე შენს კარს იქით არსებული სივრცე.
20) განერიდე სიტუაციებს, რომლებიც წინ წასვლის საშუალებას არ გაძლევენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი გზა იმისა, რომ აღიდგინოთ კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე არის ის, რომ განერდიოთ ისეთ სიტუაციებს ,რომლებიც უკან გხევენ. ეს მარტივი არ არის, საკმაოდ დიდ გამბედაობასა და ძალას მოითხოვს. მაგრამ ის ასევე ახალი შესაძლებლობების კარს გიხსნით, რომელიც საშუალებას გაძლევთ ყველაფერი ამჯერად თავიდან ისე დაიწყოთ ,როგორც გსურთ.
21) მიეცით საკუთარ თავს ბედნიერების უფლება.
ხშირად ჩვენივე ბედნიერებას ჩვენვე ვაფერხებთ. მოეშვით ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებას. მიმოიხედეთ ირგვლივ რამდენი შესაძლებლობაა, გამოიყენეთ ისინი.
22) გააკეთე ის, რაც გაშინებს.
ადამიანს იმაზე მეტად თავდაჯერებულობას ვერაფერი მატებს, როცა საკუთარ შიშებს პირისპირ ხვდება. მიიღეთ გამოწვევა, გააკეთეთ ისეთი რაღაც, რაზე ფიქრიც ადრე შიშს გგვრიდათ. მსგავსი სიტუაციები, თქვენ თავდაჯერებულობას შეგმატებთ და ბევრად მეტის გაკეთებას შეგაძლებინებთ ,ვიდრე თქვენ გგონიათ.
23) აპატიე სხვებს, აპატიე სამყარის, აპატიე საკუთარ თავს.
აპატიე მათ, ვინც წარსულში ტკივილი მოგაყენა, აპატიე სამყაროს და რაც მთავარია აპატიე საკუთარ თავს წარსულში ჩადენილი შეცდომები! მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება ! შეიგრძენი თავისუფლება !

წყარო:truthinsideofyou
თარგმნა: ნინი ტაველიძემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100