სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საელჩოში ამბობენ, რომ კობახიძეს მიწვევა „მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო" გაუუქმეს

ამერიკის საელჩოს პირველი განმარტება - "ოცნების" უპრეცედენტო სკანდალზე შტატებში, დიპლომატიური უწყება ოფიციალურად ადასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასგან საქართველოს პრემიერს შეხვდრაზე უარი ეთქვა.

"პირველებს" საელჩოდან გამოგზავნილ პასუხში უთხრეს, რომ კობახიძეს მიწვევა „მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო" გაუუქმდა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, რისი მიზეზიც გახდა მზარდი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტი-დემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის მიმართ“, - აცხადებენ საელჩოში.

აშშ-შ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100