სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვულოცავთ ივანიშვილსა და პუტინს, თუმცა ვფიქრობ ქორწილი უპატარძლო იქნება" - შალვა ნათელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე

მმართველ პარტიაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. აღნიშნულს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება და ღარიბაშილის დაბრუნების ერთ ერთ ვარიანტად კრემლის ინტერესებს ასახელებს:

"ხმა სამარიდან........ასე შეიძლება შეფასდეს ექს-პრემიერ ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკური საიქიოდან. აღნიშნული მიუთითებს შემდეგს 1. ივანიშვილის მაფიოზურ რეჟიმს არ დარჩა არანაირი რესურსი არც საზოგადოებაში და არც პარტიაში გარდა უსახო, კორუმპირებული ქიზიყური მაფიისა. 2.ქვეყანაში განადგურებულია კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ცნებაც კი---როდესაც მილიარდების მომპარავი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის დაჯგუფება ციხის მაგივრად ბრუნდება პოლიტიკაში იქ დამთავრებულია სახელმწიფო როგორც ასეთი 3.განხორციელდა კრემლის შეკვეთა, ვინაიდან სწორედ ღარიბაშვილის ჯგუფი წარმოადგენდა შულავერის კომიტეტს ოცნების გარიჟრაჟზე, სწორედ მისი პრემიერობისას ოკუპანტები შეუდგნენ ჩვენი მიწების დაუსჯელ გადაღობვას ყველაზე აქტიურად და მათი მოცილება თავის დროზე დასავლეთის გემოვნებაშიც ჯდებოდა.

ვულოცავთ ივანიშვილსა და პუტინს, თუმცა ვფიქრობ ქორწილი უპატარძლო იქნება", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100