სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აბა ვინ არის პირველი მართლმადიდებელი, რომელიც აუცრელობის გამო, გაასამართლეს და ქვეყნიდან გააძევეს - რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

აბა ვინ იყო პირველი მართლმადიდებელი ვინც აუცრელობის გამო, გაასამართლეს და 3 წლით გააგდეს ქვეყნიდან, როცა პანდემიის დასრულებას 1 წელიც აღარ დარჩა? - წერს კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

საზოგადოებისთვის რთული მისახვედრი ნამდვილად არ ყოფილა ამ ადამიანის ვინაობის გამოცნობა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს საჩივრებისა და სასამართლო პროცესების შემდეგ, ავსტრალიის დატოვება მაინც მოუწევს.

ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერია.

თავად ჯოკოვიჩის განცხადებით, "უკიდურესად იმედგაცრუებულია", მაგრამ პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ვითანამშრომლებ შესაბამის ორგანოებთან ქვეყნიდან ჩემი წასვლის საკითხზე", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 6 იანვარს Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მიგრანტების მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს.

მიზეზი მისი აუცრელობა და მწვანე პასპორტის უქონლობაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100