სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოსნი მუბარაქს სიმსივნე აქვს

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, ჰოსნი მუბარაქს, სიმსივნე აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" პოლიტიკოსის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაისის ბოლოს ეგვიპტის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ ეგვიპტის ყოფილი ლიდერის გადაყვანა ჰოსპიტალიდან ციხეში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შეუძლებელია. გენპროკურატურის მიერ ამ განცხადების გაკეთების მიზეზი მედიკოსების ჯგუფის მიერ მუბარაქის ჯანმრთელობის გამოკვლევაზე გაკეთებული დასკვნა გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ეგვიპტის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100