სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ქადაგიძე: მთავრობის სამმა შეცდომამ ეკონომიკას $250 მილიონი დააკარგვინა

სავიზო რეგულაციების გამკაცრება, მიწის პრივატიზაციის შეზღუდვა, სასამართლოს გადაწყვეტილებები და სავალუტო ფონდთან გართულებული ურთიერთობა- ქვეყნის ხელისუფლების მიერ ეკონომიკური მიმართულებით დაშვებული შეცდომები დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გადაცემა "არჩვენში“ "ბიზნესკონტაქტის“ კითხვის პასუხად დაასახელა.

პირველ შეცდომად სებ-ის პრეზიდენტმა სავიზო რეგულაციების გამკაცრება დაასახელა, მათ შორის ირანთან და ჩინეთთან, რამაც გამოიწვია დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარის დანაკლისი. "ეს არის უფრო მეტია ვიდრე მთლიანი ღვინის ექსპორტი 2015 წელს. ეს იგივეა რომ დაემტვრიათ ყველა ის ღვინის ბოთლი რაც გავიდა იმ წელს ექსპორტზე. მივესალმებით სავიზო რეზგულაციების გაუქმებას ირანთან და აუცილებელია სწრაფად მოხდეს ვიზების გაუქმება ეგვიპტესთან და ჩინეთთან", - აღნიშნა ქადაგიძემ.

მეორე შეცდომად გიორგი ქადაგიძე მიწის პრივატიზაციის შეზღუდვას ასახელებს .ქადაგიძემ მაგალითად თხილის ექსპორტი მოიყვანა, რომელიც ექსპორტი ღვინისას აჭარბებს. მისი თქმით, თხილის ექსპორტის ზრდაში კი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა კომპანია "ფერერომ", რომელიც შემოვიდა საქართველოში და ქართული თხილი გააცნო მსოფლიოს."ეს კანონი ჯერ კიდევ მოქმედებს და მის პირობებში ვერც ფერერო შემოვიდოდა და ვერც სხვა ვისაც ეს სფერო აინტერესებს", - აღნიშნა ქადაგიძემ.

კიდევ ერთი პრობლემა მისი შეფასებით არის სასამართლო განხილვებისას ბიზნესის ქონების დაყადაღება, რაც აფერხებს ინვესტიციებს და ამა თუ იმ კომპანიაში ახალი ინვესტიციის ჩადებას.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკა არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სინქრონული მუშაობა და 1 ჩინოვნიკის შეცდომაც კი, აავადებს ეკონომიკას"- აცხდებს ქადაგიძე.

ასევე ქადაგიძემ დღეს "არჩვენის“ ეთერში მთავრობის კიდევ ერთ შეცდომაზე ისაუბრა, კერძოდ , სავალუტო ფონდთან გართულებულ ურთიერთობაზე, რაც სებ-დან საფინანსო ზედამხედველობის გამოყოფას ეხება. სწორედ ამიტომ სსფ-სთან მიმოხილვის დასრულება ვერ ხდება და საქართველო ვერ იღებს ევროკავშირიდან 46 მილიონს. "ჯამში ეს საკითხები გვაძლევს 250-300 მილიონსს დაკარგულ შემოსავალს", - განაცხადა დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100