სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეა წულუკიანი გამოძიების მხრიდან პრეზიდენტით დაინტერესებაზე მიანიშნებს

„მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობის დროს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

მან არ გამორიცხა, რომ რამდენიმე საქმეში, შესაძლოა, ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობაც გამოიკვეთოს;

ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნია ვანო მერაბიშვილის ბრალეულობაზე საუბარი;

შაშკინზე მუშაობა არ მიმდინარეობს, თუმცა, უამრავი ინფორმაციაა შემოსული;

ბაჩო ახალაია დაკითხვისას მესიჯობდა, ამიტომაც დააკავეს გენერალი კალანდაძე - შესაძლოა, ახალაია მას წერდა და ის მიმალულიყო.

ბოლო ეპიზოდის ლოგიკა, როგორც გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის დაკავების მიზეზი, ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესოა იმ შეკითხვაზე პასუხი, რომელიც წულუკიანს პრეზიდენტთან მიმართებაში დაუსვეს:

გადაცემის წამყვანმა იკითხა, რამდენად შესაძლებელია, რომელიმე საქმის მიხედვით სამართალდამცველები საქართველოს პრეზიდენტითაც დაინტერესდნენ, წულუკიანმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა:

"პრეზიდენტზე, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის გარეთ ბრძანდება, ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ. არ მინდა, რაიმე ტიპის გამონათქვამი მუქარად აღიქვას. მსურს, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100