შს მინისტრი და თბილისის მერი ე.წ. კონტრაქციაზე მივიდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე კონტრაქციის მონაწილეებთან მივიდნენ. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პარლამენტის ეზოსკენ გზა გაუხსნა, მან კონტრაქციის მონაწილეებისკენ გადაინაცვლა.
როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, კონტრაქციის მონაწილეებიც არიან ასევე საქართველოს მოქალაქეები და მათ უნდა გაესაუბროს. გიორგი გახარია და კახა კალაძე კონტრაქციის ორგანიზატორებს ესაუბრებიან. შინაგან საქმეთა მინისტრი კონტრაქციის მონაწილეებსაც დაშლისკენ მოუწოდებს.
კომენტარი