ლიბერალი ქრისტე აძლევს ინტერვიუს
წყალზე სიამოვნებით გავივლიდი
მაგრამ არაფრისგან ვართ დაზღვეულები
მედიკოსებმა მიჩივლეს პირველივე
განკურნებული კეთროვანის გამო
წავიკითხავდი მთის ქადაგებას
მაგრამ ეს მთები არ მომწონს
დავაპურებდი 50 ათას მშიერს
პრესა თუ გააშუქებდა
ბიზნესმენებმა ეკლესიის კარებზე
ჩამოკიდეს სპილენძის აკაზმულობა
და თუ უდაბნოში დავკარგავ დროს
კუთვნილ პენსიასაც დავკარგავ
წყალს ღვინოდ უმალ გადავქცევდი
მაგრამ ლიცენზია არა მაქვს
მოვკვდებოდი და ჯვარზეც ვეცმებოდი
მაგრამ… თავადაც იცით ეს როგორია
წვერის გაპარსვას და
თმის შეჭრას ვაპირებ
და ტყვიაგაუმტარი საცვლების ყიდვას
მე ლიბერალი ქრისტე ვარ
სადა მაქვს დასაღვრელი სისხლი.
თარგმანი ინგლისურიდან გიორგი ხასაია, ვაკო ნაცვლიშვილი
კომენტარი