სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

სამოქალაქო რეესტრი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

"რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა", - აღნიშნულია განცხადებაში (ჯი–ეიჩ–ენი).

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს არც პოლიტიკური პარტიის შექმნის და არც სხვა პარტიის დაფინანსების უფლება გააჩნია.

ამასთან, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან არის ძალაში, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება, ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა (პირველი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100