ვახტანგაძის შეხვედრა ამომრჩეველთან
ბათუმის 70-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძემ და ამავე ოლქის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიის პირველმა ნომერმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ სურმანიძემ მორიგი შეხვედრა ტაბიძის 23-25 ქუჩის ამომრჩევლებთან გამართეს.
ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრნენ და არჩვნებში აქტიურობისაკენ მოუწოდეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და ახლა სწრაფი განვითარების დროა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ვგეგმავთ განვახორციელოთ შემდეგი : დემოკრატიული განვითარება, ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა, ისევე როგორც დღეს, მომავალშიც სახელმწიფოს უმაღლესი ფასეულობა და ჩვენი მოქმედებების მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება; დასრულდება სისხლის სამართლის რეფორმა, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე იქნება ორიენტირებული. - გაფართოვდება არასაპატიმრო სასჯელის წრე, სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა უფლებები განუხრელად იქნება დაცული, სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე, ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება კი მყისიერი იქნება, შეიქმნება სასჯელაღსრულების სისტემაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სრულყოფილი და ეფექტიანი მექანიზმი, გაძლიერდება და დაიხვეწება პატიმართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები. საგარეო ურთიერთობების მხრივ- გაღრმავდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - საქართველო ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით იქცევა ევროპულ ქვეყნად, გაგრძელდება პრაგმატული თანმიმდევრული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით გაძლიერდება მუშაობა საქართველოს საბოლოო დეოკუპაციისთვის. განათლება და მეცნიერება, სპორტი, კულტურა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკა . 8 ოქტომბერს თქვენთან ერთად დაიწყება ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ზრუნვა, რათა თითეულმა საქართველოს მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!
(რეკლამა)
კომენტარი