სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში სილამაზის სალონი აფეთქდა: 6 დაშავებულიდან 3 ბავშვია

თელავში, ერეკლე II-ს გამზირზე მდებარე სილამაზის სალონში გაზის გამათბობელი აფეთქდა. “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.

„სილამაზის სალონში „შარმი“ აფეთქება დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. აფეთქების დროს დაშავდა სალონის სამი თანამშრომელი ქალბატონი და სამი ბავშვი, რომლებიც სალონის გარეთ თამაშობდნენ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სახანძრო – სამაშველო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ ქურციკაშვილმა.

„დაზარალებულებს დამწვრობა ხელის და სახის არეში აქვთ მიღებული. ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადას ისინი თბილისში გადაჰყავს,“ – აღნიშნა თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე საჩიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100