სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიკა მახალდიანის ქმარი: რამდენიმე გასროლა იყო... კომპიუტერთან იჯდა თვითონ, დედამისი ცოტა მოშორებით ტელევიზორს უყურებდა

კომპიუტერთან იჯდა თვითონ, დედამისი ცოტა მოშორებით ტელევიზორს უყურებდა. მეუღლე და შვილი საძინებელში უყურებდნენ ტელევიზორს, - ამის შესახებ სავარაუდოდ, ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალის სიძემ, თემურ პირველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, რამდენიმე გასროლა იყო, შემდეგ სროლა შეწყდა და ისევ გაგრძელდა.

„რამდენიმე გასროლა იყო, მერე გაჩერდა, მერე ისევ გაგრძელდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სროლის მანძილი 560 მეტრია“, - განაცხადა თემურ პირველაშვილმა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ. საქმე ეხება თბილისში, ვაჟა ფშაველაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ბრმა ტყვიას მომღერალ თიკა მახალდიანის ქმარიდედა ემსხვერპლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100