"კლინიკაში შემოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია" - ლევან რატიანი
გუშინ, ჩვენ კლინიკაში, მარნეულიდან შემოვიდა ახალშობილი კრიტიკულ მდგომარეობაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
მისი თქმით ახალშობილის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილური და გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას.
„დაავადების გართულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ახალშობილის დედის შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირება დადასტურებული არ არის. თავად ახალშობილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
კომენტარი