სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ იტყობინება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მარტიდან 2 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისში დღის მეორე ნახევარში და 2 მარტის ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100