სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის "სახალხო კრების" "რუხი კარდინალი"?

ყველას კარგად ახსოვს, ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცხელ სექტემბერს რომ ჰპირდებოდა. თუმცა, აგერ უკვე ნოემბერია და ისეთი თბილი სექტემბერი, როგორიც წელს იყო, კარგა ხანია არ გვქონია. ოპოზიციის დაპირება დაპირებად დარჩა და ხელისუფლების შემოდგომის დღეებმა უჩვეულოდ მყუდრო გარემოში ჩაიარა.
სდფსდფგსდგსდგდ
როგორც ჩანს, წამყვანი ოპოზიციური ძალები ხელისუფლებას ზამთარსაც თბილად და უდარდელად გაატარებინებენ, რასაც ვერ ვიტყვით ბურჯანაძესა და მის თანამზრახველებზე - "სახალხო კრების" წარმომადგენლებზე. აი, ესენი კი იცოცხლეთ, იმუქრებიან და ხელისუფლებას ცხელს კი არადა, მხურვალე ნოემბრის ბოლოს და ზამთარს ჰპირდებიან, თუმცა, საკითხავია, გამოუვათ კი რამე?
სდფსდფგსდგსდგდ
"ეს იქნება დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც სააკაშვილის სახლში წასვლით უნდა დასრულდეს, 25 ნოემბერი სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისია", - აცხადებენ "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები. რაღა დაგიმალოთ და ჩვენთვის, ცოტა არ იყოს და გაუგებარია, რატომ არიან "სახალხო კრების" წარმომადგენლები ამაში ასე დარწმუნებულები, თუმცა, ნეტარ არიან მორწმუნენი.
სდფსდფგსდგსდგდ
ისე, საკითხავია, საზოგადოებას კიდევ თუ სჯერა მათი გამომწვევი განცხადებების? მსგავსი "ხმამაღალი" შეძახილები და მათ შორის, დაპირებებიც ქართველ ერს მრავალჯერ მოუსმენია. ხალხი ასიათასკაციან საპროტესტო აქციაზე არაერთგზის მდგარა და ამგვარი განცხადებების მოსმენაშიც არაერთი დღე-ღამე უტარებია.
სდფსდფგსდგსდგდ
გასახსენებლად 2008 წლის 26 მაისიც კმარა. მაშინ ხომ სტადიონზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ოპოლიდერები ხელისუფლებას დაამთავრებდნენ, თუმცა, მწარედ მოტყუვდნენ. აქციებს შედეგად მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება და ოპოზიციის მიმართ ნდობის საბოლოოდ დაკარგვა მოჰყვა.
სდფსდფგსდგსდგდ
ჰოდა, დღეს კი, ამ სცენარის თავიდან გამეორება "სახალხო კრების" წარმომადგენლებს სურთ. ახლა უკვე ესენი აპირებენ ხალხის იმედგაცრუებულ და მოტყუებულ მდგომარეობაში დატოვებას (ნებსით თუ უნებლიეთ აკეთებენ ამას, ეს მხოლოდ თავად იციან).
სდფსდფგსდგსდგდ
"კრებაზე მხოლოდ ერთ საკითხს დავსვამთ - ხელისუფლების გადადგომას და სახლში აღარ წავალთ, აცხადებენ "სახალხო კრების" მესვეურები. მოკლედ, მათი მთავარი მოთხოვნა გაცხადებულია. სახლებში რომ აღარ წავლენ, ესეც ცნობილია. აი, როგორ აიძულებენ ხელისუფლებას შინ წასვლას და ბურთის და მოედნის მათთვის დათმობას კი, საკითხავია.
სდფსდფგსდგსდგდ
ხელისუფლება რომ არ დაემორჩილება მათ, ქუდს არ დაიხურავს და მათი შიშით შინ არ წავა, ცხადია. არადა, თუ სახლებში წასვლას მართლაც არ აპირებენ, მაშინ, ბუნებრივია, ხელისუფლების პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრების საკუთარ რეცეპტს გამოიყენებენ. კრებისეული რეცეპტი კი როგორიცაა, ნათელია, ამაზე მინიშნება მათ არაერთხელ გააკეთეს.
სდფსდფგსდგსდგდ
"როცა სხვა გზა არ არის, ძალაუნებურად ვკიდებთ ხელს ნაჯახს, შესაძლოა, ცოტა სისხლიც დაიღვაროს", - განაცხადა ლელიკო ჯაფარიძემ.
სდფსდფგსდგსდგდ
"თუ ხელისუფლება მშვიდად არ წავა, ცოცხებით გავხვეტავთ", - აღნიშნა ელიზბარ ჯაველიძემ. აი, კრებისეული რეცეპტიც.
სდფსდფგსდგსდგდ
ყველას გვახსოვს ბრძოლის დაწყების დროს ოპოლიდერები "მიშა, მოვდივარ, გეშინოდეს", ელოდეთ "სეტყვას" და მსგავს ფრაზებს ხმარობდნენ ხოლმე. ეს ადამიანები კი, ოპოლიდერებისგან განსხვავებით სისხლისღვრაზე და ხელისუფლების ნაჯახებით გასტუმრებაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, ეს ფრთა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავად "გრეჩიხაზე" აგრესიულია და პარლამენტში შეჭრასაც არ მოერიდება.
სდფსდფგსდგსდგდ
ერთი სიტყვით, აქ სამი ვარიანტია: ან სულ ტყუილად აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ან ეს განცხადებები გეგმის ნაწილია, და რა გეგმის, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ან არადა, ნაჯახებს მართლაც მოიმარაგებენ და "ნაჯახების რევოლუციას" მოგვიწყობენ.
სდფსდფგსდგსდგდ
რაც შეეხება ზემოხსენებულ გეგმას, როგორც ამბობენ, "სახალხო კრების" "ნაჩალნიცა" ქალბატონი ნინო ბურჯანაძე რუსეთის კარნახით მოქმედებს, დირექტივებს კრემლისგან იღებს და ამ ადამიანებს თავისი ბინძური მიზნებისთვის იყენებს. მკვეთრი განცხადებების კეთება კრემლის გეგმებში შედის და ამ ხალხს ასეთ განცხადებებს ამიტომაც აკეთებინებსო.
სდფსდფგსდგსდგდ
კრების წარმომადგენლები "ფქვილის პრინცესას" ბრმად ენდობიან და, კაცმა არ იცის, ბურჯანაძე ამ ხალხს რას ჩაადენინებსო. აი, ასეთი ხმები ვრცელდება. "სახალხო კრების" ლიდერი რეალურად რომ ნინო ბურჯანაძეა, ამაზე დიდიც და პატარაც ყველა ერთხმად თანხმდება. "რა თქმა უნდა, ბურჯანაძეა კრების მეთაური, აბა, საიდან აქვს "სახალხო კრებას" ამდენი ფული"?, - კითხულობს ხალხი. გაფრინდაშვილის მოწოდებაზე კი, რომ კრებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და მხარდაჭერა გამოუცხადონ მათ, საზოგადოების ნაწილს ირონიულად ეღიმება.
"რისთვის მივიდეთ კრებაზე და რისთვის დავდგეთ ქუჩაში, იმისთვის რომ ბურჯანაძე გავაპრეზიდენტოთ? გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება ვინც იყო ნინო ბურჯანაძე", - ამბობენ საზოგადოების წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას (მათ ვინაობის დაფიქსირება არ ისურვეს). საზოგადოების ნაწილის მსგავსად კრებაზე მისვლას არც ოპოზიციური პარტიები აპირებენ, ამ მხრივ მათი პოზიცია კვლავაც უცვლელია.
სდფსდფგსდგსდგდ
მოკლედ, ასეა თუ ისე, "სახალხო კრება" 25 ნოემბერს, პარლამენტის წინ გაიმართება და რევოლუციას მოგვიწყობენ თუ, ის ხალხი, რომელიც მხარდაჭერას გამოუცხადებს კრებას, კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული წავა სახლში, ამას მომავალი გვიჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100