სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაჩემს ორდენიძეების ოჯახთან კავშირი არ აქვს, მოიმარაგეთ საწვავი, სანთებელას მე მოგაწვდით - კალაძე

თბილისის მერის კახი კალაძის მტკიცებით, მის მამას, კარლო კალაძეს, ორდენიძეების ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში ბესიკ ფიფიასა და თამარ ორდენიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება "სერიალის ბოლოს წინა ეპიზოდი იყო".

"საერთოდ არ ვიცნობ ამ პიროვნებას, გუშინ იყო ბოლოს წინა სერია, ასე რომ, მოიმარაგეთ ასანთი. ჩემთან რა, მე რა შუაში ვარ, მიხედონ შესაბამისმა სამსახურებმა. მამაჩემს ამ ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს. გითხარით, მოიმარაგეთ საწვავი "სუპერი 98" და ასანთს, "ზიპოს" სანთებელას მე მოგაწვდით, რომ არ ჩაგიქრეთ", - თქვა კახი კალაძემ.

ცნობისთვის, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო გუშინ "მთავარი არხის" გადაცემაში, "მთავარი დებატები". კარლო კალაძის თაღლითური სქემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესიკ ფიფიამ ორდენიძეებისოჯახი თაღლითობაში დაადანაშაულა, ხოლო მას შემდეგ, რაც თამარ ორდენიძე "მთავარი დებატების" სტუდიაში შევიდა, ბესო ფიფია გადაცემიდან გაიქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100