სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღევანდელი გადაწყვეტილება პირველი სწორი ნაბიჯია და იმედს ვიტოვებ, რომ ბოლომდე იქნება მიყვანილი" - მამუკა ხაზარაძე

კანონპროექტი, რომელიც დღს პარლამენტმა პირველივე მოსმენით მიიღო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდებას გულისხმობს.
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი კანონპროექტის პირველივე მოსმენით მიღებას წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.
“პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის გამარჯვება. ქართული საზოგადოება დიდი ხანია, მზად არის ამ ცვლილებისთვის.
ამ რეალობის შესაქმნელად ჩვენმა ახალგაზრდებმა უკომპრომისოდ იბრძოლეს, ეს ბრძოლა მათი მომავლისაა და არავის აქვს უფლება, ყურადღების მიღმა დატოვოს ისინი. დღევანდელი გადაწყვეტილება პირველი სწორი ნაბიჯია ამ გზაზე და იმედს ვიტოვებ, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან ბოლომდე იქნება მიყვანილი. დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც კანონპროექტს პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი.
ცვლილებები, რომლისთვისაც წლებია, ჩვენი საზოგადოება იბრძვის, ლოგიკურ გადაწყვეტამდე მიდის და ამ სვლას ხელი არ უნდა შეეშალოს, “-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“ლელოს” ლიდერმა კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებისთვის უცხოელი პარტნიორების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემა სჭირდება.
“უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და ძალისხმევა, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს და იმუშავეს შედეგის მისაღწევად.
ჩვენ გვჭირდება მრავლფეროვანი პოლიტიკური სისტემა, დაბალანსებული და თანამედროვე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ჩიხიდან.
8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს,”-აღნიშნა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 5 დეპუტატი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100