სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქალბატონი კუზანოვას'' ფორმა 100-ით'' დედაჩემს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, აღმოჩნდა მე-4 სტადია,ფილტვში მეტასტაზით და 2 კვირაში გარდაიცვალა"

გუშინ ღამიდან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში ნინა კუზანოვას, ქეთი დევდარიანსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირებამ იმის გამო, რომ „ჩცდ“-ის „ნათიას“ ისეთი დაავდება სჭირს, რაც ქალებს არ ემართებათ და ექიმმა კუზანვამ შეცდომაზე მიუთითა „ჩცდ“-ს. ამის შემდეგ ქეთი დევდარიანმა შემდეგი სტატუსი დაწერა:

ნათიას დაავადებას ქალბატონი ნინო კუზანოვი Nino Nadiradze-kuzanova გამოეხმაურა და მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ ეს დაავადება მხოლოდ კაცებს ემართებათ და მაყურებელი შეცდომაში შევიყვანეთ. მაყურებელმა რომ მართლაც სიცრუეში არ იცხოვროს, აქვე დავდებ ლინკს, თუ რა ხდება სინამდვილეში.

ლინკში ახსნილია, რომ ჩცდ-ის სცენარისტი შეცდომაში ნამდვილად არ შესულა და ეს დაავადება იშვიატად, მაგრამ ქალებს მაინც ემართებათ. აქვეა ექიმ თინათნ გაგუას კომენტარებიც, რომელიც დეტალურად ხსნის დაავადების არსს.

ამას მოყვა ნინო კუზანოვას კომენტარიც:

ქ-ნო ქეთი, ამ სტატუსს ამდენი ამბავი თუ მოყვებოდა, არ მეგონა((( უბრალოდ, გავბრაზდი ამ უბედურ გოგოს, რომელსაც სერიალში ერთი ნორმალური კაცი არ ეღირსა, პლუს ისეთი დაავადება შეყარეთ, რომელიც ქართულ პოპულაციაში ჯერ არც ერთ ქალს არ ქონია! სერიალი კი ნამდვილად ძალიან მომწონს!

ამის შემდეგ კი სერილაის სცენარისტმა ასეთი ახსნა-განმარტება დაუწერა ექიმ კუზანოვას:

ქ-ნო ნინო, არაპროფესიონალიზმში როცა გვდებენ ბრალს, ვცდილობთ ხოლმე არგუმენტირებული პასუხი გავცეთ, მეტი არაფერი.

ნორმალური კაცი რომ არ ეღირსა, დაავადებაც რომ შეეყარა და ყველაფერი ერთად რომ ჭირს, თან რომ ჰგონია, რომ "ღმერთმა დასაჯა ცოლიან კაცთან რომანის გამო" ეგაა სერიალი, თორემ ყველა ბედნიერი როცაა, შვიდასი სერია აღარ გამოდის

აქვეა ხალხის კომენტარებიც, სადაც უნდა გამოვყოთ ერთი ადამიანის კომენტარი:

ქალბატონი კუზანოვას'' ფორმა 100 ი-თ'' დედაჩემს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ეს ყველანაირი ანალიზის შემდეგ მითხრა! აღმოჩნდა მე 4 სტადია,ფილტვში მეტასტაზით და 2 კვირაში გარდაიცვალა.ასე,რომ ამ დიდი ექიმის შენიშვნა მისაღებია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100