სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

ხარკოვის ოლქში, იზიუმში სახლის ნანგრევების ქვეშ 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. "დროებით ოკუპირებულ იზიუმში, მარტის დასაწყისში ოკუპანტების მიერ დანგრეული ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ეს არის რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ! - თქვა მან. შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი განურჩევლად ბომბავს სამხედრო ობიექტებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ კორპუსებსა და სამედიცინო დაწესებულებებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100