სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ იტყუებიან ლიდერები მიტინგზე

დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ტელევიზიასთან მიმდინარე მიტინგზე ლევან გაჩეჩილაძემ ხალხს ამცნო, რომ მისი ძმაკაცი, ბიძინა გეგიძე პოლიციელებმა დააკავეს და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბიძინა გეგიძე გაათავისუფლეს. შესაძლოა, მაშინაც კი იყო განთავისუფლებული, როცა ლევან გაჩეჩილაძემ განცხადება გააკეთა. "მაესტრომ" ბიძინა გეგიძე ჩაწერა, რომელმაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლები მის დაშინებას ცდილობდნენ. "ჩემი დაშინება ასე ადვილი არ არის", – თქვა გეგიძემ და ტერიტორია დატოვა.

დაახლოებით ათი წუთის წინ კი ტელევიზიის მიტინგზე დიმა ჯაიანმა ხალხს განუცხადა, რომ ბიძინა გეგიძე დააკავეს და მისთვის იარაღის ჩადებას ცდილობდნენ.

საკვირველი ის არის, რომ თვითონ ბიძინა გეგიძეს ამის შესახებ არაფერი უთქვამს. გამოდის, ან დიმა ჯაიანი იტყუება, ან ბიძინა გეგიძე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100