"ისე აიხიეთ სახე და ისეთი იკადრეთ, რომ ზურაც კი გააკვირვეთ... მეგონა მარტო მე და მხოლოდ კულუარულმა წრემ იცოდა..."- რუსუდან მუმლაძე
მოკლედ, ჩემი გვერდის კედელი დავხურე! თუმცა, პირად შეტყობინებაში მწერს უამრავი ადამიანი. მამხნევებენ, პიროვნულ სიმპატიას გამოხატავენ, უამრავი დადებითი შეფასება მოვისმინე, როგორც მუსიკოსმა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხი არჩევს შავს და თეთრს, – ამის შესახებ მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნიჭიერს და უნიჭოს! მახინჯს და ლამაზს! ბოროტს და კეთილს! ყალბს და ნაღდს! არაფერი რომ არ იმალება, ამაშიც ბოლომდე დავრწმუნდი და ხალხმა რომ ყველაფერი იცის ვინ ვინ არის! წარსულით, ბინძურად ნაკეთები საქმეებით და ურთიერთობებით, აი ძაან “დაფარული”პირადი “გრეხები” -ც კი! რაც მეგონა მარტო მე და მხოლოდ კულუარულმა წრემ იცოდა…
ცინიზმი და სნობიზმი, ყოველთვის საჯაროდ ჩანდა! ის გარემოცვა, რომლებიც ამ ყველაფერს “აპრავებთ” და თანამონაწილეებიც ხართ, ისე აიხიეთ სახე და ისეთი იკადრეთ, რომ ზურაც კი გააკვირვეთ! რა დასანანია,რომ “სასტავში” რამოდენიმე მამრიც აღმოჩნდით, რომლებიც მეც რომ თავი დამანებოთ, ზურასი უნდა გეუხერხულებოდეთ, რადგან წლების ნაცნობობა გაკავშირებთ,“- წერს რუსუდან მუმლაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსუდან მუმლაძემ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი ქმრის ყოფილი მეუღლე, მარინა ბერიძე მას ბლოკავს და ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.
მისივე თქმით, მარინა ბერიძეს განქორწინების პროცესში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ნაცვლად, რეპუტაციის შელახვა აღელვებდა.
ამ განცხადება დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარინა ბერიძეს სოციალურ ქსელში არა ერთმა, საზოგადოებისთვის ცნობადმა სახემ მხარდაჭერა გამოუცხადა.
კომენტარი